სარგსიანისა და ალიევის შეხვედრა საბოლოოდ დადასტურებული არ არის

ვენაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ზუსტდება.

ამის შესახებ იუწყება სოხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის გადამღები ჯგუფი იმყოფება ვიენაში.

„უკვე დადასტურებულია, რომ სომხეთის ხელმძღვანელი გამართავს შეხვედრებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინისთან. დიდი ალბათობით, პრეზიდენტ სარგსიანის შეხვედრის შესაძლებლობა ილჰამ ალიევთან, დაკავშირებულია  ზემოაღნიშნული ორი შეხვედრის შედეგებთან“ – წერს საინფორმაციო სააგენტო mediamax.am.

ფედერიკა მოგერინი თვითერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დღეს საღამოს უნდა შეხვდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუმავლობით სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის ბოლო შეხვედრა გაიმართა 2015 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში.

ფოტო: yahoo.com

Leave a Reply