Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოში მცხოვრებ სომხების უმეტესობა, რომლებსაც ოდესღაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ, მოქალაქეობის აღდგენისთვის დადგენილი ქართული ენის გამოცდის გაუქმებას ითხოვს.
მოქალაქეები, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო ავტომატურად ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა, პრობლემის გადაჭრის გზას მოქალაქეობის შესაბ კანონის ცვლილებაში ხედავენ.
სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მცხოვრებ 63 წლის გარნიკ ფუთულიანს 2008 წელს დაკარგული საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა სურს და ქართულ ენაში გამოცდის მოთხოვნის გაუქმებას ითხოვს, განსაკუთრებით მასსავით საპენსიო ასაკში ან მასთან მიახლოებული მოსახლეობისთვის. ამბობს, რომ ამ ასაკში ენის სწავლა რთულია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებისგან განსხვავებით, 40 წელს გადაცილებულმა ეთიკურმა სომხებმა სახელმწიფო ენა თითქმის არ იციან.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის რაიონის ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის 94,8 პროცენტზე მეტი სომეხია. „უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრი“ (ECMI) მონაცემებით, ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მხოლოდ 12 პროცენტი ფლობს ქართულ ენას. რეგიონში შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობა და მეკარტოფილეობაა. სხვადასხვა ანალიზის მიხედვით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის შრომისუნარიანი მამაკაცების 50 პროცენტზე მეტი სამუშაოდ საზღვარგარეთ, ძირითადად, რუსეთში მიდის.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული კიდევ ერთი რეგიონის; ქვემო ქართლის, მოსახლეობა 511,2 ათასია. ეთნიკურად, მოსახლეობის 44,7 პროცენტი ქართველია, 45,1 პროცენტი აზერბაიჯანელი, 6,4 პროცენტი სომეხი, 3,8 პროცენტი აფხაზი, ოსი, რუსები, ბერძნები, უკრაინელები და ქურთები.
“ალიქ მედიასთან” საუბარში ფუთულიანი ამბობს, რომ ცუდი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მისი ორი სტუდენტი შვილის სწავლის საფასურის გადასახდელად, მან 2004 წელს მიიღო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, რათა წასულიყო რუსეთის ფედერაციაში. საზღვარგარეთ მუშაობა (სომხეთი, საქართველოსგან განსხვავებით, აქვს რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმი) და 2008 წელს ორმაგი მოქალაქეობის უკანონოდ ყოფნის ფაქტის წინაშე იძულებული გახდა უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. 2008 წელს საქართველოს კანონმდებლობა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას არ აძლევდა.
Იგივე მიზეზით საქართველოს არაერთმა მკვიდრმა დაკარგა მოქალაქეობა,, რადგან ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს კანონმდებლობით 2018 წლამდე აკრძალული იყო. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას.
Დღეს საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის ქონა დაშვებულია, რაც აძლევს შანსს მათაც, ვინც ადრე დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, ქართული ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის საბაზისო გამოცდის ჩაბარების შემდეგად, აღიდგინონ იგი..
საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, უფლება აქვს 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე.
პრობლემა ქვემო ქართლის რეგიონშიც არის. 2016 წელს მარნეულის რაიონის სომხური სოფელ დამიას კარაპეტსა და რიფსიმე მისკარიანებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწიათ, რათა შეენარჩუნებინათ სომხეთის მოქალაქეობა.
60 წლამდე წყვილი ამბობს, რომ ქართული ენის არ ცოდნა მთავარი პრობლემაა, სწორედ ამის გამო ვერ ბედავენ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას.
„ალიქ მედიასთან“ საუბარში მისკარიანები ამბობენ. „აქ სამუშაო არ იყო, ჩემი მეგობრების და ახლობლების უმეტესობა რუსეთშია და სამუშაოდ დამპატიჟეს. ჩვენც გადავწყვიტეთ სეზონური სამუშაოდ საზღვარგარეთ წავსულიყავით. არ გვაქვს შემოსავალი მიწათმოქმედებიდან, არ გვაქვს სამსახური, არ ვიღებთ პენსიას, ვერ შეგვიძლია ბევრი ფინანსური საკითხის მოგვარება მეცხოველეობით…“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (GYLA) იურისტი ანდრანიკ მინასიანი მიიჩნევს, რომ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით და ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის გამოცდის გაუქმება ბევრის პრობლემას მოაგვარებს..
თუმცა, მისი აზრით, ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინიციატივები, მაგალითად, ხელმოწერების შეგროვება შესაბამისი პეტიციითვის, რომელიც მიმართულია ხელისუფლების, პრეზიდენტისკენ. მეორე მხრივ, აუცილებელია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან არჩეული პარლამენტარების გააქტიურება, რომლებსაც ეს საკითხი ყველაზე მეტად ეხება.
ადვოკატ ანდრანიკ სიმონიანს ეთანხმება საქართველოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) თანადამფუძნებელი თამთა მიქელაძე. ის ხაზს უსვამს, რომ ეთნიკური უმცირესობები, რომლებსაც უკვე ჩამოერთვათ ან ემუქრებათ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები არიან და სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ ამ მოქალაქეებმა სხვა ქვეყნის პასპორტი ძირითადად სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, ნათესავების ან მეგობრების მონახულებისთვის მოიპოვეს.
საქართველოს მოქალაქეობა დაკარგულთა საკითხი ყოველთვის დგას იმ ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების წინასაარჩევნო პროგრამებში, რომლებიც არჩევნებამდე სომხებით დასახლებულ რეგიონებს სტუმრობენ.
2018 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთში, დაჰპირდა, რომ გამოიყენებდა პრეზიდენტს დარჩენილ უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამ პრობლემით დაზარალებულ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებით.
ახალქალაქ-ნინოწმინდიდან საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატი ეთიკურად სომეხი სუმბატ კიურეღიანი წარმოადგენს, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება საკანონმდებლო ორგანოში საკითხის დაყენება იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „მთავარი შეთავაზებაა, რომ საქართველოში დაბადებულ მოქალაქეს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით, გამოცდის გარეშე. ბევრი ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ვერ ახერხებს მოქალაქეობის აღდგენას სწორედ იმიტომ, რომ არ იცის ქართული ენა“.
კიურეღიანი ამბობს, რომ ფრაქციების დონეზე ყოველთვის იყო მსჯელობა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რადგან ასეთი კანონი გამომდინარეობს ეთნიკური უმცირესობების ინტერესებიდან, ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ მან ადრე „ალიქ მედიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კიურეღიანი დღეს უკვე ამბობს, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, მაგრამ ქართული ენა არ იციან, უნდა ისწავლონ სახელმწიფო ენა.
„მათ უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. სასურველია ისწავლონ: მხოლოდ 200-300 სიტყვა. ასეა საერთაშორისო პრაქტიკაშიც: თუ უნდათ, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე გახდნენ, უნდა ისწავლონ სახელმწიფო ენა“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც ასევე კარგად არ ფლობს ქართულს.
და სანამ საკითხი არ მოგვარებულა, ბევრი საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად არაერთი უფლებაჩამორჩმეული მაცხოვრებელი საქართველოში, თავის სამშობლოში, საკუთარ სახლებში სტუმრად რჩება.
“წინამდებარე სტატია შექიმნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები წარმოადგენს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.”