Latest posts by Aliq Media (see all)
წარმოშობით ინდოელი დარისპან ფრეშერი უკვე 20 წელია საქართველოში ცხოვრობს, „საქართველო ჩემი ქვეყანაა“ , „საქართველოს მოქალაქე ვარ“ სიამაყით ამბობს ფრეშერი „ალიქ მედიასთან“ საუბარში. ფრეშერი არასამთავრობო სექტორში მუშაობს, და ქართულ -ინდური ორგანიზაციას უდგას სათავეში. მისი აზრით, ადაპტაციაში იმანაც შეუწყო ხელი რომ ქართულად საუბარი და წერა-კითხვა ისწავლა.
„პირველად საქართველოში დაუგეგმებლად მოვხვდი, 2002 წელს. ინდოეთში შემხვდა ერთი ქართველი კაცი, ბიზნეს გეგმები შემომთავაზა და წამოვედი. პირველი ჩამოსვლა საქართველოში ჩემთვის ძალიან მწარე გამოცდილება იყო, მოვედი აქ, დავკარგე ყველაფერი, ზარალოში ვიყავი და გავიგე რომ არაფერი არ მაქვს, არც სახლი არც საჭმელი.“
ფრაშერი ემოციურად იხსენებს ცხოვრების ამ ეტაპს და ხაზს უსვამს იმას, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი სხვების დახმარებით იპოვა.
„სულ უცხო ადამიანები და ახალი მეგობრები დამეხმარნეს, ერთმა თავის სახლში წამიყვანა,ერთმა საჭმელი მომცა და ყველაფერში დამეხმარნენ. ასეთ პირობები ვიცხოვრე 6 თვე. მერე განცხადება დავწერე პოლიციაში, რომ მომატყუეს, გადამაგდეს. მითხრეს, რომ სანამ საქმის გამოძიებას არ დავამთავრებთ ქვეყნიდან ვეღარ გახვალთ.“
ფრაშერი ამბობს, რომ დროის უქმად დაკარგვა არ უნდოდა და ქართული ენის შესწავლა დაიწყო „ამ პერიოდში ვისწავლე ქართული ენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.“
„ვიცოდი ზუსტად, რომ ქართული ენის ცოდნა ჩემთვის აუცილებელია, მივედი მასწავლებელთან, მინდოდა რამდენიმე საკომუნიკაციო სიტყვა მესწავლებინა, მაგრამ იმან მირჩია, რომ თუ გინდა ქართული ენის სწავლება მაშინ ჯერ ანბანი უნდა ისწავლო.
ფრეშერმა დარწმუნებული იყო, რომ ქართული ენის ცოდნა გამოადგებოდა:
ქართული ანბანი 3 დღეში ვისწავლე, ძალიან ბევრს კვითხულობდი, ყურით ვერ ვისწავლე და ამიტომაც წერით ვისწავლე. თუ ქართული იცით, მაშინ ჩათვალეთ რომ საქართველოში თქვენს მიმართ კარგი დამოკიდებულება იქნება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, რომ სადაც იქნებიან, იმ ქვეყნის ენა ისწავლონ.“
„9 თვის შემდეგ დავბრუნდი ინდოეთში, მაგრამ ჩემი სული და გული საქართველოში დამრჩა, მენატრებოდა ხალხის თანაგრძნობა, და ხშირად მოვდიოდი. ყოველ 5-6 თვეში. ქარაველებმაც იცოდნენ რომ ინდოეთში ნაცნობი ჰყავთ, და ვინც ინდოეთში ჩამოდიოდა ყველას ჰქონდა ჩემი მობულიურის ნომერი, რომ თუ რაღაცა იქნება დავეხმარო“, – იხსენებს ფრაშერმა.
„საქართველოსთან კავშირი ყოველთვის მქონდა“ ამბობს ფაშერი. ამიტომ, როდესაც 2010 წელს ინდოეთში საქართველოს საელჩოს გახსნა გადაწყდა „დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს საელჩოში მუშაობა. 4 წლის განმავლობაში საელჩოში ვიმუშავე და 2015 წელს დავწერე განცხადება და საქართველოში წამოვედი“.
ფრაშერი ამბობს, რომ საქართველოში დისკრიმინაციული მიდგომა არ უგრძვნია და ამის ერთ-ერთ მიზეზად ქართულის ცოდნას ვარაუდობს.
„ეროვნების გამო განხვავება ხანდახან ხდება, მაგრამ ჩემი აზრით ეს ბუნებრივია, და მარტო საქართველოს შემთხვევაში არ არის, საქართველოშიც და ინდოეთშიც როცა ერთ რეგიონიდან მეორე რეგიონში გადახვალ, შესაძლოა რაღაც განსხვავებებს შეხვდე, ხანდახან დისკრიმიაციასაც, ჩემ შემთვევაში დიდი პრობლემა არ მქონია.“
თუმცა, ფრაშერი არ მალავს, რომ არის შემთხვევები როდესაც ეთნიკური ნიშნით ხდება დისკრიმინაცია. მისი აზრით, საქართველოში ჩამოსულ ინდოელებისთვის და განსაკუთრებით ინდოელი სტუდენებისთვის ახლა ძირითადი პრობლემა ბინის პოვნაა. იყო სიტუაცია, როდესაც მეპატრონემ სტუდენტს ბინა მარტო იმიტოიმ არ მიაქირავა, რომ ის ეროვნებით ინდოელია.
ფრაშერის გვიყვება, რომ 2016-2017 წელს, როდესაც ნახა რომ ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, გადაწყვიტა რომ მათ დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დაეფუძნებინა.
„2017 წელს დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანებული იქნებოდნენ ონდოელი სტუდენტები: „კულტურული მრავალფერვნება მშვიდობიიანი მომავლისთვის“. 2017 წლიდან დავიწყეთ კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ყველა ფესტივალს, რომელიც აღნიშნება ინდოეთში აქაც აღვნიშნავთ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მარტო საქარათველოში ინდური კულტურის პოპულარიზაციაზე არ ვმუშაობ, არამედ ქართულ კულტურის პოპულარიზაციაზე ინდოეთში.“
ფრაშერისთვის ერთ ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიება 2020 წელს დელიში ჩატარებული ინდურ-ქართული კულტურული ფესტივალი იყო, რომელიც სამი დღე გაგრძელდა.
„პანდემიის გამო ეს 2 წელი გასვლითი ღოისძიებები არ გვქონია,“ ამბობს ფრაშერი „ მაგრამ ერთი თვის წინ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ინდოეთში წავედით და სხვადასხვა ქალაქებში სპექტაკლები წარვადგნეთ.“
„ბევრი გეგმები და პროექტები გვაქვს საქართველო-ინდოეთი ურთიერობების გასაღმავებლად,“ ამბობს ის.
„საქართველოდან წასვალზე არასოდეს მიფიქრია და ჩემი თავს საქართველოს გარეთ ვერ წარმოვიდგენ“.
ავტორი: ტატევ ხოცანიანი