10 ივნისს, ერევანში ქართველ თანამედროვე მწერალ თამთა მელაშვილთან ერთად გაიმართა საჯარო დისკუსია, რომლის მოდერატორი სომხეთის „პენ ცენტრის“ ქალი მწერლების კომიტეს (ალბათ კომიტეტი?) თავმჯდომარე ლუსინე ხარატიანი იყო.
შეხვედრის დროს განიხილეს თამთა მელაშვილის ხედვა, ზოგადი საქმიანობა, ლიტერატურისა და აკადემიური სფეროს თავსებადობა მწერლის ცხოვრებაში. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოსა და სომხეთის საზოგადოებების მხრიდან ქალ მწერალთა აღქმაზე.
„ლიტერატურა პირდაპირ კავშირშია სქესთან, კლასთან, ეთნიკურობასთან და ყველაფერთან. არის ქალის ლიტერატურა და არის მამაკაცის ლიტერატურა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვამბობთ „მწერალი კაცს“ და ქალებს „მწერალ ქალებად“ ასახელებენ. და ეს მისაღებია ჩემთვის, რომ საკუთარ თავს „მწერალ ქალად“ ვასახელებ. ყველა თავისი პერსპექტივიდან წერს და ჩემი პერსპექტივა ქალურია“, – აღნიშნა შეხვედრისას თამთა მელაშვილმა.
თამთა მელაშვილის ერთ-ერთი პოპულარული ნაწარმოები „შაშვი შაშვი მაყვალი“ ამჟამად ქართულიდან სომხურზე აქტიური თარგმნის პროცესშია. ამაზე ზრუნავენ თარჯიმანი ასია დარბინიანი და „ეჯ“ გამომცემლობა. სომხურ ენაზე მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“ ხელმისაწვდომი იქნება უკვე 2022 ბოლოს, ან 2023 წლის დასაწყისში.
„თამთა მელაშვილის შესახებ ვიცოდით. იმიტომ, რომ ძალიან პოპულარული მწერალია, ასევე მის საქმიანობა თარგმნილია სხვა ენებზე. ძალიან გვინდოდა ასევე გვქონოდა თამთას წიგნის სომხურენოვანი თარგმანი. ეს იქნება ჩვენი გამომცემლობისთვის პირველი ქართველი პოეტის თარგმანი და იმედი გვაქვს რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“,- ამბობს ალიქ მედია ჯორჯიასთან საუბარში ლიანა შიროიანი, გამომცემლობა „ეჯ“-ის წარმომადგენელი.