Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში უკვე მეორე წელია ერთი და იგივე ორგანიზაცია საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს ატარებს.
ბოლოს აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები განუხორციელებია „მილენიუმ ბილდერს გრუპ“ შპს-ს ჯერ კიდევ შემოდგომაზე. მაგრამ ამ კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მონიტორინგის, საგზაო გზატკეცილების აღდგენისა და პერიოდული სარემონტო სამუშაოების სამსახურისთვის.
ახალქალაქის მაცხოვრებლები აპროტესტებენ, რომ წინა წლის სარემონტო სამუშაოების განხორციელებამდე, აღმაშენებლის ეს მონაკვეთი გაცილებით ნორმალურ მდგომარეობაში იყო, ხოლო რემონტის შემდეგ მანქანებისთვის გზა გაუვალი გახდა.
დღეს იმავე ადგილას მუშაობენ იმავე კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ამჯერად განხორციელებული სამუშაოები იქნება მისაღები, რადგან წინა წელთან შედარებით წელს სამუშაოები ხორციელდება ნორმალური ამინდის პირობებში.
საგზაო სარემონტო სამუშაოების ხელახალი პროცესი დამთავრდება 2016 წლის 16 მაისს 3 მაისის მაგივარდ, უამინდობის გათვალისწინებით.
„სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ შექმნილი სპეციალური კომიტეტი შემოწმებით სამუშაოებს განახორციელებს გზის აღდგენილ ნაწილში და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე გადაწყდება, გაკეთებული სამუშაო შეესაბამება თუ არა დადგენილ ნორმებს. თუ კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაო არ შეესაბამება საგზაო მშენებლობის სტანდარტებს, გამოყენებული იქნება სანქცია და „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ დაჯარიმდება განსაზღვრული თანხის გარკვეული პროცენტით, მაგრამ ზუსტ რიცხვს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რადგან ეს დამოკიდებულია კომისიის კვლევის შედეგებზე“ – განაცხადეს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის საზოგასოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა jnews.ge-თან საუბრისას.