როგორი უნდა იყოს ქალი პატრიარქალურ საზოგადოებაში? მორჩილი, ლამაზი, წყნარი, ხშირად უმწეო, არაა აუცილებელი საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. ზოგ შემთხვევაში შეუძლია იმუშაოს, თუმცა მის მიერ გამომუშავებული თანხა სასურველი არ არის კაცის მიერ მიღებულ თანხაზე მეტი იყოს, არც ისაა საჭირო ჭკვიანი იყოს, ვინაიდან კრიტიკული აზროვნება სულაც არ არის მისასალმებელი. ამის ნაცვლად, კი კაცი უნდა იყოს დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ჭკვიანი, დომინანტი, აუცილებლად მუშაობდეს და გამოიმუშავებდეს ქალზე მეტ თანხას.
პატრიარქალური საზოგადოების აღქმით კი იდეალურია წყვილი, როდესაც ქალი მორჩილი და უმწეოა,კაცი კი თავდაჯერებული და გადაწყვეტილების მიმღები.წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება ისეთი სტიგმების არსებობას,როგორიც არის კაცების შემთხვევაში “ქუსლ ქვეშ მყოფი” , ხოლო ქალის შემთხვევაში “მამალი ქალი”. იდენტური მოსაზრება და შეხედულებები აქვს ჩვენ რესპონდენტ მამაკაცს. წარმოგიდგენთ მის მოსაზრებას უცვლელად.
”ზოგადად ურთიერთობებზე საუბრისას მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული სიტყვა „სწორი“. ადამიანური ურთიერთობები ძალიან სუბიექტურია. გარემოებებიდან გამომდინარე “სწორს” ყოველთვის აქვს ორი მხარე. სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია ყველაფრის შავ-თეთრ ფერებში წარმოდგენა.საზოგადოებრივი სტიგმები და სტერეოტიპები კი აიძულებს ადამიანებს მოირგონ ნიღაბი და მოერგონ საზოგადოების სტანდარტებს.
ჩვენს საზოგადოებაში, გაუგებარი მიზეზების გამო, არ იცვლება დოგმები და სტერეოტიპები ქალებისა და კაცების გარშემო.იმ შემთხვევაში კი თუ ქალი არის უფრო ჭკვიანი, უფრო შორსმჭვრეტელი, უფრო თავდაჯერებული და წარმატებული, შეიძლება ადვილად გახდეს ძალადობის და აგრესიის მსხვერპლი. სხვა მხრივ გოგონებმა იციან, რომ მამაკაცებს მოსწონთ ადვილად მართვადი “ლამაზმანები”, ამიტომ ისინი ატარებენ ამ ნიღაბს, შედიან ამ როლში, მამაკაცები კი თავიანთ ნიღაბს ატარებენ – ჭკვიანი, წარმატებული, თავდაჯერებული და მდიდარი ადამიანის სახით.
გენდერული სტერეოტიპები კი თაობიდან თაობებს გადაეცემათ და მასკულინური აღქმებით ზარალდებიან,როგორც ქალები ასევე მამაკაცებიც.გარდა ამისა არაერთი კვლევით დასტურდება,რომ საზოგადოებაში სოციალური როლების დაყოფას მუდამ თან ახლავს გენდერული მახასიათებლები, რომლის თანახმადაც ქალის უმთავრეს მიზანს ოჯახზე ზრუნვა წარმოადგენს, ხოლო მამაკაცს ეკუთვნის სახლში გადამწყვეტი სიტყვა. ერთეული ოჯახების საქმეების გენდერული სეგრეგაცია კი არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში, პატრიარქალურ საზოგადეობაში გენდერული სტერეოტიპები მეტად მყარია და იგი მემკვიდრეობით გადაეცემათ თაობებს.
——————————————————————————————————————-
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021