Latest posts by Aliq Media (see all)
ერევანში ერთდროულად ორი – პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მომხრეთა და ამავდროულად გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.
წინასწარ გაცხადებული იყო ოპოზიციის აქცია 18:00 სთ-ზე, ხოლო ფაშინიანის მხარდაჭერების 18:30 სთ-ზე, თუმცა ორივე ერთდროულად დაიწყო. პრემიერის მხარდამჭერი აქცია რესპუბლიკის მოედანზეა, ხოლო ოპოზიცია აქციას ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წინ, ბაღრამიანის გამზირზე ატარებს, სადაც ისინი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არიან.
სომხეთში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერმა გენ-შტაბის მაღალი თანამდებობის პირები დაითხოვა.