საზოგადოებრივი სტიგმები და გენდერული როლები კარიერულ გზაზე

არსებობს მთელი რიგი დაუწერელი კანონები და სტერეოტიპები, რომელთა სიღრმისეული შესწავლაა საჭირო. მრავალჯერ განხორციელდა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია გენდერული თანასწორობის და  ქალთა უფლებებისა შესახებ, როგორც პრესის, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ

როგორც წესი, ფინანსური უზრუნველყოფა მამაკაცს ეკისრება, ქალის როლი კი შვილებზე ზრუნვა და სახლის მოვლაა.  მნიშნელოვანი გამოწვევა აქვთ  უმუშევარ ქალებსაც, რომლებსაც მთელი ცხოვრება არ ჰქონდათ არჩევანის თავისუფლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. არ ჰქონდათ  ისეთი გარემო, სადაც  საკუთარი თავის გამოხატვას  შეეძლებდნენ. დაქორწინების შემდეგ, კი მათი ცხოვრების უმთავრესი როლი დედობა აღმოჩნდა. 

ქალები, რომლებსაც არ აქვთ პროფესიული განათლება,საკუთარ თავს მიიჩნევენ წარუმატებლებად და მთელ თავიანთ ცხოვრებისეულ რესურსებს შვილების აღზრდაში ხარჯავენ. ხშირ შემთხვევაში კი საკუთარ თავს აიძულებენ უარი თქვან მიზნებსა და ოცნებებზე და მთელ გეგმებს შვილებზე აწყობენ. აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. თუ ბავშვის პრეფერენციები და შესაძლებლობები გარკვეულწილად შეესაბამება დედის გეგმებს, მაშინ  ბავშვობა გარკვეულწილად წარმატებულია. თუ არა, მათ უკვე წარუმატებელ ცხოვრებას ” კიდევ ერთი პრობლემა” ემატება, ბავშვის სახით,რომელმაც დედის ხედვები არ გაამართლა.

ზოგჯერ ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ასეთი ტიპის დედები შვილებზე ახდენენ, არ ჩანს. ასეთი პრობლემები ძირითადად ხილვადი ხდება მაშინ,როცა ბავშვების  სოციალიზაციის პროცესი იწყება. მასწავლებლების (ძირითადად დაწყებით კლასების) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში, ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას. აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როგორც წესი, ამ ოჯახებში ქალები არ მუშაობენ, არ აქვთ ინტერესები პროფესიული კუთხით და  შვილების “აღზრდა” თავიანთ მთავარ საქმიანობად მიაჩნიათ.

ზემოაღნიშნული შემთხვევები მრავალრიცხოვანია და საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლასა და სიტუაციურ გადაწყვეტას. ყველა ქალისთვის უნდა შეიქმნას გარემო, სადაც ის წარმატებული იქნება, ექნება პირადი სივრცე და  საკუთარი თავის გამოხატვის, გაუმჯობესების შესაძლებლობები. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, სკოლისა და საზოგადოების ურთიერთკავშირის გაძლიერება, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით.

————————————————————-

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს