Latest posts by Aliq Media (see all)
„eurovoix.com-ის მიხედვით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ სომხეთი ოფიციალურად გაფრთხილებულია, ევროვიზიის პირველი ნახევრაფინალის დროს მთიანი ყარაბაღის დროშის გამოჩენასთან დაკავშირებით“ – წერს საინფორმაციო სააგენტო aravot.am.
ევროვიზიის მაუწყებლობის დროს სომხეთის წარმომადგენელმა ივეტა მუკუჩიანი მწვანე ოთახში აფრიალბედა მთიანი ყარაბაღის დროშას, ეს კადრი დააფიქსირა და გაავრცელა ევროვიზიის სომხეთის დელეგაციამ, წარწერით „სპეციალურად „ზოგიერთებისთვის…““. ნახევარფინალის შემდეგ კი მომღერალმა პრეს-კონფერენციის დროს არაცხის დროშასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მან ეს გააკეთა, რადგან მას და სომხეთს მშვიდობა სურთ.
სომხეთის ეროვნულმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან მიიღო გაფრთხილება, რომ თუ კიდევ ერთხელ განმეორდება ასეთი შემთხვევა, ანუ ფინალში ყარაბაღის დროშა აფრიალდება, სომხეთი თავის თავს დააყენებს დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე წელს და მომავალშიც. ხოლო უკვე დაფიქსირებული ინციდენტის გამო, სომხეთის სასჯელი ცნობილი გახდება ამა წლის ივნისის თვემდე.
განცხადების ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯით ზიანი მიადგა ევროვიზიის ბრენდს, ასევე დაირღვა „ეროვიზია 2016“-ის წესები.
ფოტო: eurovoix.com