სომხეთის შეიარაღებული ძალების გენ-შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგმას ითხოვს

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგმას ითხოვს. ამის თაობაზე გენ-შტაბმა განცხადებაც გაავრცელა.

გაკეთებულ განცხადებში გამოხატულია მწვავე უკმაყოფილება ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და 30-ზე მეტი სამხედრო მეთაური, ნათქვამია, რომ „პრემიერ – მინისტრს და მთავრობას აღარ შეუძლიათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება”.