ეკოფემინიზმი ხელოვნებაში

ამონარიდი prweb-ს მიერ მომზადებული სტატიიდან, ნათარგმნია ააიპ “კავშირი ფრეიას” მიერ პროექტისთვის „ეკოაქტივისტ ქალთა ხმა საქართველოდან“

ეკოფემინიზმი ხელოვნებაში

ფემინისტმა ხელოვანმა სუჟატა ტიბრევალამ, სანტა კლარადან გამოფინა საკუთარი ნამუშევრები „საპროექტო კედელზე“, რომელიც კუცთაუნის ხელოვნების პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა

სუჟატა ტიბრევალა კუცთაუნის (პენსილვანია) ახალი ხელოვნების პროგრამის „კედლის პროექტში“ იღებს1 მონაწილეობას. ახალი ხელოვნების პროგრამა არაკომერციული გალერეაა, რომელიც წარადგენს ხელოვნებს მთელი ამერიკის მასშტაბით.

კედლის მოხატვის ხელოვნება კაცობრიობას სხვადასხვა ფორმით თან სდევს უძველესი ხანიდან – იქნება ეს პირველყოფილთა „კლდის მხატვრობა“ თუ თანამედროვე ქუჩის არტი და გრაფიტი. ახალი ხელოვნების პროგრამის „კედლის პროექტის“ მიზანია ახალგაზრდა და თანამედროვე ამერიკული დიასპორის მრავალფეროვნებას ნათელი მოფინოს. სანტა-კლარელი სუჟატა ტიბრევალა პროექტის ფარგლებში თავის ეკო-ფემინისტურ ნამუშევრებს “მიწიერი სიღრმე”, “ცეცხლივით წინ”, “რომელი მათგანი ვარ მე”, “წითლები” და “ცარიელი ჭურჭელი” წარადგენს.

ტიბრევალას ნაშრომები ხაზს უსვამს იმ მძიმე ტვირთს რომელთა მხრებზე აღებაც ქალებს
დღესდღეობით უწევთ (ნაშრომი Fire forward), და წინააღმდეგობებს რომლებსაც ისინი
თავიანთი გენდერის გამო ეჯახებიან (The Reds და The Empty Vessel). სუჟატა ნაშრომში Earthy Depths ხაზს უსვამს საკუთარი ფესვების მნიშვნელობას, ხოლო Which one of these is me-ში კი აჩვენებს რომ მარტივად შეუძლია მოირგოს მრავალი როლი რომელთა თამაშიც დღევანდელ სამყაროში უწევს.

ახალი ხელოვნების პროგრამა

ახალი ხელოვნების პროგრამა არაკომერციული გალერეაა, რომელიც წარადგენს ხელოვნებს
მთელი ამერიკის მასშტაბით. „კედლის პროექტის“ ფარგლებში შეიქმნა ვირტუალური „კედელი“. კოორდინატორმა მრავალი ხელოვნის ნამუშევარი დაათვალიერა, რათა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გამოფენა შეექმნა. სუჟატა შეირჩა იმიტომ, რომ მისი ნახატები მოიცავს უნივერსალურ თემებს – ისეთებს, რომლებიც ყველასთვის ახლობელია.
პროექტის მიზანია ნახატების ხელოვნების სახელოსნოს კედლებიდან, ერთ საერთო
ვირტუალურ სივრცეში მოათავსოს და მთელ ქვეყანას (და მსოფლიოს) გააცნოს ხელოვნება,
რომელსაც ისინი ქმნიან.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“. თარგმანში ასახული
პოზიციები და შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის ოფიციალურ
მოსაზრებებს.

პროექტის კოორდინატორი: ქეთევან მურღულია
პროექტის მენეჯერი: თამარ მკურნალიძე
თარჯიმანი და რედაქტორი: თამარ ლორთქიფანიძე