აზერბაიჯანულმა მხრემ ცეცხლის შეჩერების შეთანხმება დაარღვია

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის უწყებით აზერბაიჯანულმა მხრემ  ცეცხლის შეჩერების შეთანხმება დაარღვია. თავდაცვის არმიამ დაკარგა ერთი სამხედრო მოსამსახურე,  წერს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 12 მაისს გამთენიისას სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში აზერბაიჯანულმა მხარემ ისევ სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი და სნაიპერული ტექნიკით   ცეცხლი გახსნა სომხური პოზიციების მიმართულებით, რითაც დაირღვა კანონი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში ნათქვამია:  „აღსანიშნავია, რომ შემთხვევა მომხდარა ეუთოს მისიის მხრიდან, იმავე დღეს, მთიანი ყარაბაღის მარტაკერტის რაიონში განხორციელებული სადამკვირვებლო სამოუშაოებიდან სულ რაღაც რამოდენიმე საათის შემდეგ, რაც მოწმობს, რომ აზერბაიჯანული მხარე იგნორირებას უკეთებს მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებისკენ მიმართულ მედიატორულ სამუშაოებს და კიდევ ერთხელ მოწმობს ინციდენტების გამოძიების მექანიზმების სწრაფი გამოყენების აუცილებლობას“.

„სომხეთის შეიარაღებული ძალები  აკონტროლებენ სასაზღვრო სიტუაციას და შესაბამის მოქმედებებს მიმართავენ მხოლოდ მოწინააღმდეგის მხრიდან მიზანმიმართული დარღვევების შემთხვევაში“ – ნათქვამია სომხეთის სამხედრო აპარატის შეტყობინებაში.

ფოტო: azatutyun.am

Leave a Reply