ხელისუფლების უზურპაციის და პრემიერ მინისტრის მკვლელობის მომზადების საქმეში ეჭვმიტანილი არტურ ვანეციანი დააპატიმრეს

პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების საქმეში ეჭვმიტანილი პარტია “ჰაირენიქის” ლიდერი, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი არტურ ვანეციანი დააპატიმრეს, იუწყება ვანეციანის ადვოკატი ლუსინე საჰაკიანი.

“არტურ ვანეციანის მშობლების ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ვანეციანი ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო დეპარტამენტში გამოიძახეს და დააკავეს”, – წერს ადვოკატი.

ვანეციანი დააკავეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 38-235-ე მუხლის მე -2 ნაწილის თანახმად, იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენის, გაყიდვის, შენახვის, ტრანსპორტირებისა ან ტარების და 35-300-ე მუხლის პირველი ნაწილის, ხელისუფლების უზურპაციის მზადების (35-305-ე მუხლი, სახელმწიფო, პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მომზადება) ეჭვის საფუძველზე.