2020 წლის 11 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკამ წერილით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკას და აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების აზერბაიჯანის პოლიტიკა და ქმედებები უხეშად არღვევს 1965 წლის კონვენციას, კერძოდ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს. ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სხვა საკითხებთან ერთად, სომხეთი მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სომხეთში ეთნიკური სომხების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, ისევე როგორც სხვა დარღვევები, მათ შორის:
– ანტისომხური განწყობების გავრცელება;
– ანტისომხური პროპაგანდის აღმოსაფხვრელად ეფექტური ზომების არ მიღება;
– სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო დაწესებულებების მიერ სომხების რასობრივი დისკრიმინაციის წახალისება;
– ეთნიკურად სომეხთა პირადი უფლებების დისკრიმინაციული ჩამორთმევა, როგორიცაა პირადი უსაფრთხოების უფლება, ქონებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე შესვლა და გამოყენება;
– კომპეტენტური შიდა სასამართლოების, სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ ეთნიკური სომხების უფლებების ეფექტურად დაცვის და აღდგენის დარღვევა;
– სომხების ეთნიკური წმენდისკენ ნაბიჯების გადადგმა.
აღნიშნულ წერილში სომხეთი აზერბაიჯანს თავისი საკონვენციო ვალდებულებების შესრულებას სთხოვს და კონვენციის დარღვევების განხილვას მოლაპარაკებების გზით მოუწოდებს.
აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სომხეთის წინადადების უარყოფის ან დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, სომხეთი არსებული სამართლებრივი დავის კონვენციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად გადაწყვეტის უფლებას იტოვებს“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021