Latest posts by Aliq Media (see all)
როგორც საინფორმაციო სააგენტო lragir.am იტყობინება, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეები გამოვიდნენ განცხადებით და სერჟ სარგსიანსა და ილჰამ ალიევს მომავალ კვირაში ვენაში შეხვედრა შესთავაზეს.
თანადვჯდომარეები აღნიშნავენ, რომ შექმნილ ვითარებაში მომწიფდა პრეზიდენტების მოლაპარაკების აუცილებლობა და ისინი მზად არიან ორგანიზება გაუწიონ შეხვედრას. მათი შეფასებით, შეხების ხაზზე დაძაბულობის შემცირებისთვის პრეზიდენტების შეხვდრა დროული იქნება.
„ჩვენი ქვეყნების (რუსეთი, საფრანგეთი და აშშ) საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან ხელი შეუწყონ შეხვედრის გამართვას შემდეგ კვირაში, ვიენაში. მათი ძირითადი მიზანი იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების გაძლიერება და ნდობის შეძენის გზების მოძიება, რომელიც აღადგენს მოლაპარაკებების პროცესს საკითხის გადაჭრის ძირითადი პრინციპების გარშემო.
მოლაპარაკებებში წარმატება ვერ იქნება ძალადობის შემთხვევებში, რომელიც გრძელდება; ვერ იქნება მშვიდობა მოლაპარაკებების გარეშე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კონფლიქტის გადაჭრა შეუძლებელია სამხედრო გზით“ – ნათქვამია თანათავმჯდომარეთა განცხადებაში.
ფოტო: lragir.am