არცახის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთუნიანი ვენაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ტერორიზმთან ბრძოლის მზადყოფნას გამოხატავს. ამის შესახებ ის ფეისბუქის თავის გვერდზე წერს:
„გუშინ ღამით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარებულმა ტერაქტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა არ შეიძლება შერჩევითი იყოს, რადგან ეს ჩვენი დროის უდიდესი საფრთხეა.
მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული ტერორიზმისგან. ჩემი აზრით ტერორიზმი კონკრეტულ ცივილიზაციასთან, რელიგიასთან, ხალხთან ან ეთნიკურ ჯგუფთან არ უნდა ასოცირდებოდეს.
ღრმა მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს, დაშავებულებს კი უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
თვეზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყანა ტერორიზმის სამიზნე გახდა საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ, რომელიც აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ სამხრეთ კავკასიის ტერორიზმის ახალ კერად გადაქცევის მისწრაფებებს და მცდელობებს ებრძვის.
არცახის მოსახლეობა განიცდის ტერორიზმს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს, განიცდის დიდ ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგებს.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ ქმედებებს, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების ნიშნით სამოქალაქო პირების განზრახ მიზანმიმართვის ნებისმიერ მცდელობას.
ტერორიზმის და ექსტრემიზმის მხარდამჭერების, დამფინანსებლებისა და განმახორციელებლების, ისევე როგორც სიძულვილის საფუძველზე ძალადობის პროვოკატორების გამართლების ნებისმიერი ქმედება მკაცრად უნდა დაიგმოს.
არცახის რესპუბლიკა განაგრძობს ამ პრინციპების დაცვას, მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში და ბოლომდე იბრძოლოს მისი სიცოცხლისა და უსაფრთხოდ განვითარების უფლების მისაღწევად“, – წერს არცახის პრეზიდენტი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021