მსოფლიოში ჰიბრიდული ომი დაიწყო. ფეისბუქის თავის გვერდზე წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
“ჩემთვის აშკარაა, რომ მსოფლიოში ჰიბრიდული ომი დაიწყო და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მისი უგულებელყოფა, მით უფრო შესამჩნევი გახდება იგი.
ეს ომი თანაბრად არის მიმართული ქრისტიანების, მუსლიმების და იუდეველების წინააღმდეგ.
სხვათა შორის, მთიანი ყარაბაღი არის ამ ომის ანტიტერორისტული ფრონტი და გაზვიადების გარეშე, აქაც წყდება ცივილიზაციის ბედი. ცივილიზაციამ უნდა მოიგოს”, – დაწერა ფაშინიანმა და დასძინა, – “თქვენთან ვართ, ვენა”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021