10 მილიონიანი მოსახლეობით და ნავთობისგან უზარმაზარი შემოსავლით, აზერბაიჯანმა აღიარა, რომ თავისი პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
“მოდით დავაფიქსიროთ, რომ აზერბაიჯანმა, 10 მილიონიანი მოსახლეობით და ნავთობისგან უზარმაზარი შემოსავლით, 2020 წლის ივლისის შემდეგ, აღიარა, რომ ვერ შეძლო საკუთარი პრობლემების მოგვარება და ათასობით დაქირავებულს დახმარებისთვის მიმართა, რისი სრული დადასტურებაც უკვე გვაქვს.
დაქირავებული ჯარისკაცებისა და ტერორისტების მონაწილეობა არცახის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ არცახისა და სომხეთისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის და ეს საკითხი საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021