30 ოქტომბერს, ჟენევაში გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან (იგორ პოპოვი–რუსეთი, სტეფან ვისკონტი–საფრანგეთი, ენდრიუ ჩაფერი–აშშ). ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღდალიანმა 29 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”30 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ჟენევას, სადაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება”, – თქვა ნაღდალიანმა.
სპიკერმა დასძინა, რომ მნაცაკანიანი დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სეიდ აბას არაღჩის შეხვდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021