არცახის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთუნიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სომეხ ერს გაერთიანებისა და ქალაქი შუშის დაცვისაკენ მოუწოდებს.
არაიკ ჰარუთუნიანის განცხადებით, მტრის მთავარი მიზანია შუშის აღება.
“1992 წელს ჩვენი გამარჯვება ქალაქ შუშის განთავისუფლებით დაიწყო, დღეს ეს გამარჯვება ქალაქის დაცვით გრძელდება. მტერი რამდენიმე, მაქსიმუმ ხუთ კილომეტრშია. მტრის მთავარი მიზანი კი ქალაქის აღებაა”, – განაცხადა ჰარუთუნიანმა.
მისი განცხადებით, რამდენიმე დღეში სომხური ძალები ბრძოლებში გარდატეხას მოახდენენ.
“რამდენიმე დღეში ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ გარდატეხას ფრონტის ხაზზე და მტერს სწორედ შუშის კარიბჭესთან დავსჯით. გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ერთად”, – განაცხადა არცახის პრეზიდენტმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021