აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამ კვირის პარასკევს ვაშინგტონში შეხვდება აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და ზოგრაბ მნაცაკანიანს. გამოცემა Politico ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ პარასკევს დილით, პომპეო ჯერ ბაირამოვს, შემდეგ კი მნაცაკანიანს შეხვდება.
ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა პირისპირ, ან ამერიკული მხარის მონაწილეობით.
10 დღის წინ, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ზოგრაბ მნაცაკანიანი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებაზე მხარეები შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა, ეს შეთანხმება არ სრულდება.
radiotavisupleba.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021