აზერბაიჯანი მზადაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) შუამავლობით დაღუპული სამხედროების გვამები ცალმხრივად გადასცეს სომხეთს. ამის შესახებ სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზოუკვლოდ დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიამ განაცხადა–იუწყება tass.ru.
”ICRC–ის აზერბაიჯანის დელეგაციასთან სახელმწიფო კომისიის შეხვედრების დროს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის დროებითი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი მზადაა ცალმხვრივად სომხეთს გადასცეს დაღუპული სამხედროების გვამები აზერბაიჯანის საზღვართან, თოვუზის რეგიონში, ICRC– ს შუამავლობით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც განთავსებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ – გვერდზე.
სახელმწიფო კომისიამ ICRC- ს მეორე მხარის ინფორმირება სთხოვა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021