სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ეს გადაწყვეტილება მიიღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, საფრანგეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების 1-ელ ოქტომბერს გაკეთებული განცხადების, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ 5 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების საფუძველზე და 10 ოქტომბერს მოსკოვში მიღებული ერთობლივი განცხადების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021