აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანისგან თავის დაცვას შეძლებს.
„ვიმედოვნებთ, რომ სომხები შეძლებენ თავი დაიცვან იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რადიოსადგურ WBS-ის ეთერში.
მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ.
„ვიმედოვნებ, რომ მხარეები ცეცხლს შეწყვეტენ და შემდეგ მოლაპარაკებებს შეუდგებიან, რათა გამოსავალი იპოვონ ამ პრობლემიდან“, – აღნიშნა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა თურქეთის ქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.
„თურქეთი ამ კონფლიქტში ჩაერია და აზერბაიჯანი რესურსებით უზრუნველყო. ამით თურქეთმა კონფლიქტის რისკები გაზარდა“, – დასძინა მაიკ პომპეომ.
imedinews.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021