საქართველოს შემოსავლების სამსახური, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტებს კურირებს, აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები „სომხეთისკენ მიმავალი სამხედრო ტვირთის გადაადგილების აღკვეთაზე“ დეზინფორმაციაა.
10 ოქტომბერს აზერბაიჯანულ გამოცემა Haqqin.az-მა დაწერა, რომ საქართველოში დააკავეს სატვირთო ავტომობილები, რომლებითაც ცდილობდნენ იარაღი გადაეტანათ სომხეთში, თუმცა სამხედრო ტვირთი ჰუმანიტარული ტვირთის ქვეშ ჰქონდათ დამალული.
საქართველოში სომხეთის საელჩომ აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს:
“დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის მიმართილებით სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი“, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა.
ამასთან, შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ტვირთის თანმხლები დოკუმენტების, კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვარის კვეთა და გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021