“სომხეთი და მთიანი ყარაბაღი ანკარას ექსპანსიონიზმის უკანასკნელი დაბრკოლებაა და თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მალე არ ჩაერევა, ის მალე დაინახავს თურქებს ვენის კარიბჭესთან, როგორც ეს მე-17 საუკუნეში ოსმალებთან მოხდა”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშნიანმა La Republica-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
“რადგან აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში დიდი გავლენა აქვთ უცხო ქვეყნის ძალებს, რომლებიც სამხედრო მოკავშირედ ითვლება, ალიევმა არაერთხელ თქვა ისეთი რამ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანში სტრატეგიული მართვის სისტემა დარღვეულია”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა დასძინა, რომ “მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენი ხალხი ერთსულოვანი და შეუპოვარია როგორც ყოველთვის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვის საკითხში”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021