საჰაერო დარტყმები სრულად კონტროლდება თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ – სომხეთის თავდაცვა

სპეციფიკური საჰაერო დარტყმები სრულად იმართება და კონტროლდება თურქეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისი წარმომადგენლების მიერ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს ცხადი ფაქტები, თურქი ოფიცრების ჯაშუშებად და დამგეგმავებად გამოყენებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჰოვანისიანმა.

არცახის პრეზიდენტის ვაჰრამ პოღოსიანის თქმით კი, “დაზვერვის მონაცემების თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ავღანეთის ისლამური პარტიის ლიდერ გულბედინ ჰიკმეთიართან შეთანხმებას მიაღწია, არცახის წინააღმდეგ ომში ახალი ტერორისტული დაჯგუფებების მონაწილეობის თაობაზე”.

როგორც პოღოსიანმა განაცხადა, წყაროს თანახმად, უახლოეს დღეებში დაქირავებულ ტერორისტებს ავღანეთიდან აზერბაიჯანში გადაიყვანენ. 

“კიდევ ერთი უდავო ფაქტი იმაზე, რომ თურქეთის ხელისუფლება  უმაღლეს დონეზე ცდილობს  რეგიონის  ტერორისტულ ბუნაგად გადაქცევას”, – განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა.

ამასთან, სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ “არცახის მოსახლეობას თურქ-აზერბაიჯანული ჯარების და საერთაშორისო ტერორისტების მიერ გენოციდის საფრთხისგან თავის დასაცავად ყველა საჭირო ზომის მიღების უდავო უფლება აქვს”.

მირზოიანის თქმით, ამის შესახებ მან მისწერა ევროპის, არაბული, ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებს, ასევე საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივი, კონკრეტული და ეფექტური ზომების მიღების ინიციატივით.