აზერბაიჯანი აგრძელებს სხვადასხვა იარაღით არცახის დედაქალაქ სტეფანაკერტისა და ციხე-ქალაქი შუშის დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას არცახის საინფორმაციო შტაბი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ქალაქ შუშის ეკლესია „ყაზანჩეცოცი“ დაბომბა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს ორჯერ შეუტიეს. მეორედ დაბომბვის დროს, ადგილზე მყოფი ჟურნალისტები დაშავდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული ჟურნალისტთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ამჟამად არცახში ოპერაციას უტარებენ.
როგორც არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა განაცხადა, “ვანდალიზმის ეს გამოვლინება ეწინააღმდეგება კაცობრიობისა და ღმერთის კანონებს. ჩვენ აღვადგენთ”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021