8 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
”ელჩის თხოვნით სომხეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის მიერ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციებზე და მათ განვითარებაზე ინფორმაცია წარადგინა. დავით ტონოიანმა ხაზი გაუსვა, რომ ფრონტზე სიტუაციის შემდგომ გამწვავებას შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს მთელი რეგიონისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021