Latest posts by Aliq Media (see all)
დღეს ცნობილი სომეხი მეცენატი რუბენ ვარდანიანის სიტყვით გამოსვლა გავრცელდა რომელშიც მან მეზობელ საქართველოსაც მიმართა:
,,ჩემს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, რითიც ძალიან ვამაყობ. ეს გმირულად დაღუპული მებრძოლი ხერხეულიძეების საგვარეულოს სისხლია. 1625 წელს ამ საგვარეულოს ცხრა ძმა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ რწმენას ემსხვერპლა და ამ ფაქტმა ისინი წმინდანებად აქცია. მინდა მოგიწოდოთ, რომ ისეთი არაფერი გააკეთოთ, მერე სამარცხვინო და სანანებელი რომ გაგიხდეთ და არ გააკეთოთ ის, რაც არ უნდა გაგეკეთებინათ და მოიქეცით ისე, როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერება. ნუ მოიქცევით ისე, რომ მერე ათეული წელი დაგჭირდეთ იმის ასახსნელად, თუ რამ გაიძულათ ასე მოქცევა. საშინელებაა იმის ყურება თუ როგორ ღალატობთ საკუთარ თავს. ძვირფასო ძმებო, გთხოვთ ნუ მოიქცევით ისე რისიც მერე შეგრცხვებათ“.