სომეხი ჯარისკაცი საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტსაც იცავს. ამის შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ, ეროვნული ასამბლეის სომხეთ-საქართველოს მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელმა ლენა ნაზარიანმა.
,,რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ დღეს სომეხი ჯარისკაცი საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტსაც იცავს თურქეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებებისგან. დღეს ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩს, გიორგი საგანელიძეს განვუცხადე. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. დღეს სწორედ ეგ დროა’’, – დაწერა ლენა ნაზარიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021