არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა განჯის აეროდრომის დაბომბვაზე ისაუბრა და აზერბაიჯანი გააფრთხილა.
“ბევრ თქვენგანს ახსოვს ამ თემასთან დაკავშირებული კადრიც და ჩემი გაკეთებული განცხადებაც, თუ ვინმესთან მისი აღქმის პრობლემა იყო, ვადასტურებ, რომ ეს სრულებითაც არ იყო ხუმრობა.
ჩემი ბრძანებით, დღეს თავდაცვის არმიამ რამდენიმე რაკეტა გაისროლა განჯაში მდებარე სამხედრო ობიექტების დაზიანების მიზნით. ამ დროისათვის მშვიდობიან მოსახლეობაში უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გავეცი.
მტრის მიერ შესაბამისი დასკვნების არ გამოტანის შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ პროპორციული და ძლიერი დარტყმების მიყენებას მტრის ჯარის დაშლითა და ზურგის დანგრევით.
ჩვენ ბოლომდე კატეგორიულები ვართ ჩვენს ქმედებებში.
შეჩერდით, სანამ ჯერ გვიანი არ არის”, – განაცხადა არაიკ ჰარუთუნიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021