დღეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუს აქარმა ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ”არადამაჯერებელი” და ”არაგულწრფელი” უწოდა.
”იმ ქვეყნების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები, რომლებიც წლების განმავლობაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტას ვერ პოულობენ არაგულწრფელია და დამაჯერებელი არ არის. თურქეთი ძმურ აზერბაიჯანს სამშობლოს განთავისუფლების სამართლიან ბრძოლაში ბოლო წუთებამდე დაუჭერს მხარს”, – აქარის სიტყვებს ციტირებს „ტასს“-ი თურქული სააგენტოს Anadolu–ზე დაყრდნობით.
ტასსის ცნობით, ”ეს ანკარის პირველი ოფიციალური რეაქციაა რუსეთის, შეერთებული შტატების, საფრანგეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაზე”, თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა მსგავსი განცხადება პარლამენტში 1-ელ ოქტომბერს გააკეთა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021