აზერბაიჯანული სმერჩი ქალაქ ჰადრუთს მოხვდა, არიან დაშავებულები

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვჰანნისიანი ფეისბუქის თავის გვერდზე წერს: “ ქალაქ ჰადრუთს სმერჩი მოხვდა. დაშავებულები სამოქალაქო პირები არიან”.

არწრუნ ჰოვჰანნისიანმა  ფოტოსურათიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე კასეტურ იარაღს იყენებს.

2010 წლის პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა კასეტური ბომბების შეთანხმება, რომელიც ამ სახის ბომბების გამოყენებას კრძალავს. ხელშეკრულებას 107-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.