დაქირავებული და ტერორისტული დაჯგუფებები ყარაბაღში – სომხეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადება

”მიღებული ინფორმაციის თანახმად, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, კერძოდ, სირიიდან და ლიბიიდან გადადიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებებში პირდაპირი მონაწილეობისთვის“, – აცხადებს სომხეთის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დაქირავებულთა და ტერორისტების დაუყოვნებლივ გაყვანას  არცახი-აზერბაიჯანის დაპირისპირებული ჯარების კონტაქტის ხაზიდან და კონფლიქტის ზონიდან.

თავის მხვრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “ირანი არ დაუშვებს  ტერორისტული დაჯგუფებების მიერ თავისი ჩრდილოეთ საზღვრების  ირანის უსაფრთხოების საფრთხის შემცველ ადგილებად გადაქცევას”.