30 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიკ ჰარუთუნიანმა განაცხადა, რომ საწყისი პოზიციების მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა, საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ მიმდინარეობდა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხრიდან საბრძოლო მოქმედებების გაცილებით ადრე დაგეგმვის ფაქტები დასტურდება.
“ბოლო 3 დღის განმავლობაში მტრის იმდენი სამხედრო ტექნიკა გავანადგურეთ, რამდენიც მთლიანად პირველი ომის დროს გავანადგურეთ”,- განაცხადა ჰარუთუნიანმა.
ჰარუთუნიანი ასევე შეეხო სირიიდან და ლიბიიდან აზერბაიჯანის მიერ დაქირავებულ მებრძოლებს და მათ ჩეჩენი სამხედრო მეთაურის, შამილ ბასაევის განცხადება გაახსენა, რომ ყარაბაღის ომი მათი ომი არ არის.
“არცახი არასდროს იყო და არც არასდროს იქნება დაპყრობილი”, – თქვა მან.