არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია აზერბაიჯანის მთავრობის ადამიანური თვისებებით.
”ასობით გვამი დარჩა ფრონტის ხაზზე და ისინი ძალიან გულგრილები არიან თავიანთი ქვეყნის შვილების მიმართ. ეს არაადამიანური, ბარბაროსული სურათია”, – თქვა არცახის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სომხები თავდაუზოგავად იბრძვიან სამშობლოსთვის და სიცოცხლეს არ იშურებენ არცახის დასაცავად.
”ჩვენ გვყავს 18 წლის ბიჭი, რომელმაც უკვე შეძლო მოწინააღმდეგის 9 ჯავშანმანქანის განადგურება და დღესაც განაგრძობს სამსახურს სამშობლოსთვის. ჩვენ გვყავს 90-იანი წლების და აპრილის ომის მონაწილეები, რომლებმაც მოახერხეს სამი ტექნიკის წართმევა და ორი დღის განმავლობაში მტრის წინააღმდეგ თავიანთი ტექნიკის გამოყენება”, – თქვა არაიკ ჰარუთიუნიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021