საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა თურქეთის საქციელი მთიან ყარაბაღში დაწყებული საომარი მოქმედებების მიმართებაში და აღნიშნა, რომ ანკარას ,,საომარი’’ რიტორიკა აზერბაიჯანს ხელს უწყობს მთიანი ყარაბაღის ხელახალი დაპყრობის საკითხში.
”ვუსმენ თურქეთის პოლიტიკურ განცხადებებს [აზერბაიჯანის დასაცავად], რაც ჩემი აზრით, არაგონივრული და საშიშია”, -Reuters სააგენტოს გადმოცემით საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარას მსგავსი ქცევა ,,მიუღებელია’’.
ამავე დროს, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მას საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის უშუალო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.
ლატვიის დედაქალაქში პრესკონფერენციის დროს მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ამ საღამოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განხილვას აპირებს. ხვალ, საფრანგეთის ლიდერის თქმით, ის ამ თემას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილავს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021