ფაშინიანს პუტინთან სამხედრო ინტერვენციის საკითხი არ განუხილავს

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის საკითხი არ განხილულა.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ჩვენ ჯერ არ გვჭირდება რუსეთის 102- სამხედრო ბაზის პოტენციალის გამოყენება, მაგრამ ასეთი საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენების ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს” – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთს რუსეთთან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება სურს. სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა და შეცვლის ნიუანსიც არ არსებობს. ჩვენი მიზანი რუსეთთან ურთიერთობაში ახალი დონისა და ხარისხის ურთიერთობების ჩამოყალიბება არის” – თქვა  ფაშინიანმა.