სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დღის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ბრძოლები არცახის საზღვრის მთელ სიგრძეზე გრძელდებოდა.
“განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაში იყო სამხრეთის და ჩრდილოეთის მიმართულებები. სომხეთის არმიის ნაწილებს დაჟინებული ბრძოლების შედეგად მკვეთრი წარმატებები აღენიშნა, რამაც მტერს ადამიანური და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი მოუტანა”, – განაცხადა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.
ჰოვჰანნისიანის განცხადებით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე მოწინააღმდეგემ 790 სამხედრო დაკარგა, აქედან 180 ქარვაჭარის მიმართულებით, სადაც საკმაოდ დაჟინებული ბრძოლები მიმდინარეობდა.
“მტერს დაახლოებით 1900 დაჭრილი ჰყავს. სომხურმა ნაწილებმა ტანკსაწინააღმდეგო და საარტილერიო საშუალებებით შეუტიეს 137 ტანკს და ჯავშანტექნიკას. განადგურდა 92 აზერბაიჯანული უპილოტო მფრინაპი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი”, – აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის სომხური მხარის დანაკარგები ჯამდება. ხოლო ბოლო მონაცემებით სომხურ მხარეს 82 მსხვერპლი და ასობით დაშავებული ჰყავს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021