სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებულია დიდ ტერიტორიებზე გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღის და სასიცოცხლო ძალის, ასევე მოძრავი და უძრავი ქონების განადგურებაზე დიდი გავლენის მქონე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკის სახეობები. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გაავრცელა.
“დილით ადრე, აზერბაიჯანულმა მხარემ განაახლა ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები არცახის თავდაცვის ხაზის თითქმის მთელ სიგრძეზე, TOS-1A მძიმე საარტილერიო სისტემების გამოყენებით. TOS, სმერჩის და სხვა მსხვილკალიბრიანი სისტემების გამოყენება ცვლის საომარი მოქმედებების ლოგიკას და მოცულობას მისი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადატანით’’, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021