სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთლიანად უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბრალდებას სომხეთის ვარდენისის რაიონიდან აზერბაიჯანის დაშქესანის მხარეს რაკეტების გასროლასთან დაკავშირებით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ანა ნაღდალიანმა განაცხადა.
„ეს დეზინფორმაცია აბსოლუტურად მცდარია, მისი მიზანი საომარი მოქმედებების გეოგრაფიის გაფართოებისთვის ნიადაგის მომზადებაა, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოებისაც.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შემდგომი დესტაბილიზაციისკენ მიმართულ აზერბაიჯანის მცდელობებს, რომლის სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, – განაცხადა ნაღდალიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021