არცახის მშვიდობიან მოსახლეობას მსხვერპლი და დაჭრილები ჰყავს

არცახის მშვიდობიან მოსახლეობას მსხვერპლი და დაჭრილები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“აზერბაიჯანის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, არცახის მშვიდობიან მოსახლეობას მსხვერპლი და დაჭრილები ჰყავს”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც აღნიშნულია განცხადებაში, “ძალიან შემაშფოთებელია, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთიდან თავდასხმის რაზმის წევრებს ქირაობს აზერბაიჯანის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად”.