სომხეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო 2020 წლის 27 სექტემბერს არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დაგმობის შესახებ პარლამენტის განცხადების პროექტი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ ნაწილის სომხური დასახლებები დაიბომბა, კერძოდ მარტაკერტი. მარტაკერტში და მიმდებარე ტერიტორიებზე სროლაში მოყვნენ ასევე მედიის წარმომადგენლები.
სომხეთის რესპუბლიკამ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ახალი ფაქტები წარუდგინა აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების მიერ დასახლებებზე, სამოქალაქო ობიექტებსა და მოსახლეობაზე დამიზნების შესახებ.
“ამ დროისათვის ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძალის გამოყენების უპირობოდ დაგმობის მოწოდება გვაქვს და ზუსტად ვიცით, თუ რომელ მხარეს ეხება ეს მოწოდება. ჩვენი კოლეგებისთვის გაგზავნილი ფაქტებით ვიცით რომელმა მხარემ დაიწყო აგრესია არცახის წინააღმდეგ”, – აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანა ნაღდალიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021