საქართველოს პარლამენტის ორი წევრი, აზერ სულეიმანოვი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და რუსლან გაჯიევი „ქართული ოცნებიდან“ მთიანი ყარაბაღის რეგიონის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
სულეიმანოვმა ღია წერილი გაუგზავნა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სადაც აღნიშნა, რომ აუცილებელია საბოლოო ნაბიჯების გადადგმა ტერიტორიების გასათავისუფლებლად. დამატებით დეპუტატი აღნიშნავს, რომ სომხეთმა საქართველოს წინააღმდეგაც ჩაიდინა დანაშაული.
რაც შეეხება რუსლან გაჯიევს, მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმატებული სამხედრო ოპერაციები, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იძლება იმის თქმის საფუძველს, რომ მსგავსი კონფლიქტები კავკასიის რეგიონში რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021