გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას ეხმიანება. როგორც გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გენერალური მდივანი „უკიდურესად არის შეშფოთებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საკონტაქტო ხაზთან საომარი მოქმედებების განახლების გამო“.
გუტერეში გმობს ძალის გამოყენებას და წუხილს გამოთქვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით.
გაერო-ს გენერალური მდივანი მტკიცედ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, განმუხტონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. ანტონიო გუტერეში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების მიერ შესრულებული როლის მიმართ და მხარეებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა სასწრაფოდ აღდგეს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021