ღამით ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. დილით ადრე, მოწინააღმდეგემ განაახლა შეტევა საარტილერიო, ჯავშანტექნიკის, მათ შორის მძიმე საარტილერიო სისტემის გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი ავრცელებს.
„სომხური შენაერთები მედგრად აღუდგნენ აზერბაიჯანული მხარის შეტევას, მიიღეს შესაბამისი ზომები, რასაც მტრის პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები მოჰყვა“, – წერს სტეფანიანი.
დღევანდელი მონაცემებით სომხურ მხარეს კიდევ 15 დაღუპული ჰყავს. საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვი 31-ს შეადგენს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021