სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის უცხოელ კოლეგებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნებას აგრძელებს.
ზოჰრაბ მნაცაკანიანს სატელეფონო ზარი ჰქონდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსალუსთან, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს ხრისტოდულიდესთან.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგებს დეტალურად წარუდგინა არცახთან კონტაქტის ხაზის გასწვრივ აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად შექმნილი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებით განვითარებული ბოლო მოვლენები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021