ნატო: მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი. 

“ნატო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზის მიღმა ფართომასშტაბიანი სამხედრო საომარი მოქმედებების დაწყების გამო. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, რომლის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობში მსხვერპლი მოჰყვა. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. მხარეებმა უნდა განაახლონ მოლაპარაკებები მშვიდობიანი დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით. ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას”.