სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი განცხადებას ავრცელებს.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეხების ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რასაც სამწუხაროდ, სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა.
ევროკავშირი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს. დაუყოვნებლივ საჭიროა, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, წინაპირობების გარეშე“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021